მთავარი » 2010 » დეკემბერი » 21 » ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ერთად არიან ?!
21:49
ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ერთად არიან ?!
კვირის ჭორი - ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ერთად არიან?!

მიუხედავად იმისა, რომ სელენა გომესი ჯასტინ ბიბერს ყოველთვის ძმად აღიქვამდა, უცხოურ
ვებ-გვერდებზე არ წყდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებიან. სწორედ ამიტომ,
გადავწყვიტე თავი მოვუყარო ''მტკიცებულებებს'' იმის შესახებ, რომ მათი ურთიერთობა ნელ-ნელა მეგობრობას სცდება..

თავდაპირველი ვერსიები, იმის შესახებ, რომ ჯასტინი და სელენა ერთად იყვნენ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, როდესაც
ისინი ერთად რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ დააფიქსირეს. სურათიდან ნათლად ჩანს, რომ ისინი ჩახუტებულები არიან.
სწორედ ამან დააეჭვა ჟურნალისტები მათ მეგობრულ ურთიერთობაზე და ნელ-ნელა ამ ამბის გარშემო ბევრი ჭორი გაისმა...


ფილადელფიაში, Jingle Ball-ის კონცერტზე იმის გარდა, რომ ისინი მთელ დღეს ერთად ატარებდნენ, წყაროები
იუწყება, რომ სელენამ მთელი დღე ჯასტინის გასახდელში გაატარა. სამწუხაროდ არავის აქვს ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა
დახურული კარების მიღმა, თუმცა ერთი რამ ნათელია: გოგონას ნამდვილად უნდა ჰქონდეს იმ ბიჭისადმი სიმპატია, რომელთანაც
დღის უდიდეს ნაწილს ატარებს და მეტიც მას გასახდელშიც მიჰყვება.


ამას გარდა 18 დეკემბერს მაიმაიზე სელენა და ჯასტინი ერთად იმყოფებოდნენ და ამ დროის განმავლობაში
მათ არც ერთი წუთი არ გაუტარებიათ უერთმანეთოდ, რასაც ქვემოთ მოყვანილი სურათებიც ადასტურებს:




კატეგორია: ჭორები თუ რეალური ამბები.. | ნანახია: 790 | დაამატა: anuki-demi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ატვირთე სურათი
justin love me
ნაძვის ხე
Miley 7 Things