მთავარი » 2010 » დეკემბერი » 18 » Selena Marie Gomez
11:15
Selena Marie Gomez
სელენა მარია გომეზი 1992 წლის 22 ივლისს აშშ, ტექსასში. ის არის ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და UNICEF-ის - გაეროს ბავშვთა ფონდის ყველაზე ახალგაზრდა ელჩი. სელენას მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, დედას კი იტალიური ძირი აქვს. სელენას დედა – მენდი ტიფი – წარმატებული მექსიკელი მსახიობია,როდესაც მან სელენა გააჩინა 16 წლის იყო. მისი მამა კი რიკარდო გომეზია, თუმცა სელენა ძალიან პატარა იყო როცა მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. შემდეგ კი მენდი დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღესაც სელენას მამინაცვალია. დედამისთან თეატრში რეპეტიციებისთვის თვალის დევნის შემდეგ, სელენამ თქვა, რომ მსახიობობა სურდა და არანაირი სხვა პროფესია არ უნდოდა. დედამ ქალიშვილის თხოვნა გაითვალისწინა და სერიოზულად მიიღო.



უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომეზმა თავისი პირველი კასტინგი გაიარა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში "ბერნი და მისი მეგობრები", სელენა აქ გამოჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში ,სადაც ითამაშა თავის მეგობარ დემი ლოვატოსთან ერთად, მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.ა მის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს. სელენა სათამაშოებს,მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს უკეთებდა რეკლამას.
2004 წელს, როდესაც ის 12 წლის იყო, სელენამ გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში , რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებულ დისნეის პროექტებში, მაგალითად ტელესერიალში "ჰანა მონტანა", როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორიას არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.
"ჩვენ მოგვიყვანეს კალიფორნიაში, – იხსენებს სელენა გომეზი. – მე ვიყავი ძალიან მორიდებული და შებოჭილი. შემოვედი ოთახში, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო – რეჟისორები და პროდიუსერები. მე ვხდებოდი, რომ ვეჯიბრები გოგონებს, რომლებიც ჩემზე გამოცდილები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. მე ვერ ვხდები, როგორ გავიარე ის კასტინგი."
გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული.




2008 წელს სელენამ ითამაშა ფილმში "კიდევ ერთი ისტორია კონკიაზე".2009 წელს "პრინცესას დაცვის პროგრამაში",სადაც ასევე დემი ლოვატოსთან ერთად მონაწილეობდა. 2007-2010 წლებში სერილში "ჯადოქრები უივერლიდან", რომელმაც ერთ დროს "ჰანა მონტანას" რეიტინგსაც კი გადაუსწრო. 2010 წელს - "რამონა და ბიზუსი". ასევე სელენას მალე ვიხილავთ სერიალებში "Monte Carlo" და "What Boys Want" - "რა სურთ ბიჭებს".


Teen choice awards 2009-ზე სელენამ ფილმისთვის "პრინცესას დაცვის პროგრამაში" საუკეთესო ქალი ტელევარსკვლავის პრიზი მოიგო,ხოლო Alma award 2009-ზე კი სერიალისთვის "ჯადოქრები უივერლიდან" საუკეთესო კომედიური მსახიობის პრიზი მოიპოვა და ა.შ.
სელენას მუსიკალური წამოწყება კრახით დასრულდა. პირველი სიმღერა "Falling down" ბილბორდის ცხელ ასეულში 93-ე ადგილზე აღმნოჩნდა, შემდეგ 83-ეზე გადმოინაცვლა, მაგრამ მაინც ვერაფერი შედეგია. საბოლოოდ ეს სინგლი საერთოდ გაქრა ჩარტებიდან. სადებიუტო ალბომი "Kiss&Tell" მოულედნელად ბილბორდ 200-ში მე-9ადგილზე აღმოჩნდა, მაგრამ 2 კვირაში 25-ეზე გადმოინაცვლა. "სტუდიაში ორი წელი ვმუშაობდი,პარალელურად კი ვოკალისა და გიტარის გაკვეთილებზე დავდიოდი" , - გული სწყდებოდა სელენას.
თუმცა ამჯერად არის უკვე შედარებით წარმატება მისი სიმღერა "Round & round" ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე აღმოჩნდა,ასევე რადიო დისნეიში პირველობას არავის უთმობს,ასევე Teen choice awards 2010-ზე სელენამ 4 გამარჯვება მოიპოვა,ამათგან კი ორი მუსიკალური იყო ჯგუფ "Selena Gomez & the Scene" - თან ერთად.
2009 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი "Selena Gomez & the Scene" ,რომელიც შეგება შემდეგნაირად:


სელენა გომეზი - ვოკალი.
ისენ რობერტსი - გიტარა, ვოკალი.
ჯოი კლემენტი - ბასი და ვოკალი.
გრეგ გარმენი - დასარტყამი ინსტრუმენტები.
დეინ ფორესთი - კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ვოკალი.


კატეგორია: Selena GoMeZ | ნანახია: 727 | დაამატა: anuki-demi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ატვირთე სურათი
justin love me
ნაძვის ხე
Miley 7 Things