მთავარი » 2010 » დეკემბერი » 14 » მაილი საირუსზე ჭორები არ წყდება!
21:32
მაილი საირუსზე ჭორები არ წყდება!
მაილი საირუსის 'კარგი გოგონას' იმიჯი კითხვის ნიშნის ქვეშ, ჯერ კიდევ იმ ვიდეოს გამოქვეყნებით დადგა, სადაც გოგონა ბონგს 
ეწევა, თუმცა მაილის ყოფილმა მეგობრებმა ესეც არ იკმარეს და ერთ-ერთმა მათგანმა, საირუსს 
სკოლაში ამაზრზენი ქცევების გამო დასდო ბრალი.


მაილი საირუსის ყოფილმა საუკეთესო მეგობარმა, ნიკოლ მულენ ჰოლმმა, რომელიც მომღერალთან ერთად
დაწყებით და საშუალო სკოლაში დადიოდა განაცხადა, რომ სუპერ-ვარსკვლავი მისი ასაკის გოგონებთან უხეში მოპყრობით გამოირჩეოდა.
''მაილი მატყუარაა, რომელიც ყოველთვის საშინლად ეპყრობოდა ბავშვებს და იგი ნებისმიერი მოსწავლისთვის იყო ნამდვილი ძუკნა''

''მაილის ხასიათი მაშინ შეიცვალა, როდესაც ჩვენ საშუალო სკოლაში გადავედით. მახსოვს, როგორ უყვიროდა იგი 
ერთ-ერთ ჩვენს სკოლელ მსუქან გოგონას, ეძახდა მას ლესბოსელსა და გასიებულს!
'' ნიკოლი ამბობს: ''მაილი ყოველთვის ლიდერი
იყო, რომელიც არასდროს იჩაგრებოდა გოგონებში, თუმცა თავად სხვებს დაჩაგვრას არ აკლებდა''
 

თითქოს ეს ძალიან შემაძრწუნებელი სიტყვებია, იმ ადამიანისგან რომელიც ერთ დროს შენი საუკეთესო მეგობარი იყო.
ნიკოლი აცხადებს, რომ იგი პრესასთან მხოლოდ და მხოლოდ მაილის დასახმარებლად ლაპარაკობს, თუმცა ეს უკნასკნელი 
ძნელად დასაჯერებელია და ალბათ თავად მაილისთვისაც უკეთესია ისეთი მეგობრები მოძებნოს რომელთაც 100 პროცენტით ენდობა.
 

კატეგორია: MiLeY CyRuS | ნანახია: 1322 | დაამატა: anuki-demi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 hdhtcf  
0
es saati sworia

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
ატვირთე სურათი
justin love me
ნაძვის ხე
Miley 7 Things