მთავარი » 2010 » დეკემბერი » 1 » მაილი საირუსის სიახლეები
19:33
მაილი საირუსის სიახლეები
*მენდი და მაილის მეგობრობა
*can't be tamed-Your Favourite Video.
* SYM მაილის მონაწილეობით
* მაილი საირუსი ახალ ფილმში ითამაშებს
* ფანების საჩუქრები!
*Miley Cyrus - Avan Jogia


1. მენდი მაილზე საუბრობს: ჩვენ ერთმანეთს ისე ხშირად ვერ ვნახულობთ როგორც ადრე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აღარ ვმეგობრობთ. უბრალოდ ორივე ძალიან დაკავებულები ვართ. მე გოგოებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობ და თავისუფალ დროს პრაქტიკილად ვერც ვპოულობ. თანაც მე და მაილი ხშირად არ ვართ ლოს ანჯელესში რომ შეხვედრა მოვახერხოთ.
მე მის დაბადების დღეზეც ვიყავი ჩემი ჯგუფის წევრებთან ერთად.
მენდიმ ასევე მაილის მშობლებზეც ისაუბრა: მე მაილის ამ თემაზე ვესაუბრე, საერთოდ ტელეფონით ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. ის და მისი და-ძმები ამ ამბავს შეეგუვნენ. მაილი ძლიერი გოგოა, მასთან მეგობრები და ოჯახის წევრები არიან და ცდილობს ყველაფერს კარგად შეხვდეს.
მაილისთან მუშაობაც ძალიან მომენატრა. ჩემთვის დიდი წარმატება იყო მეცეკვა ასეთი დიდი ვარსკვლავის გვერდზე, სცენაზე. ვცდილობ მას დავემსგავსო...

2. მაილის კლიპი Cant Be Tamed ნომინირებულია დაჯილდოებაზე Your Favourite Video..



3. ნახეთ რეკლამები ბრაზილიური, ჰიგიენური საშუალებებისთვის SYM რომელშიც მაილი მონაწილეობს.


4. მაილიმ მოაწერა ხელი კონტრაქტს ფილმისთვის "so undercover" სადაც ის მთავარ როლს შეასრულებს. ამ ფილმში მაილი მართლაც უჩვეულო მხრიდან წარსდგება. ცუდი გოგოს იმიჯით რომელიც ჩხუბობს, იარაღს ატარებს, ქალაქში მოტოციკლით დასეირნობს და FBL-ის დავალებას ასრულებს. (lauriann) 5. მაილის ზოგიერთ ფანს ნამდვილად უმართლებს. როგორც იცით მაილის დაბადების დღეზე უამრავი ფანი უგზავნის საჩუქარს, მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის მიდის თუ არა საჩუქრები მაილამდე. ერთ-ერთმა ფანმა მას საჩუქრად ბეჭედი გაუგზავნა ზუსტად ამ სამკაულით გამოჩნდა მაილი ორი დღის წინ.
6. ძალიან ბევრი საუბრობს მათზე მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის რა ხდება მათ შორის! ზოგი იძახის ერთად არიანო ხან კი ჭორიაო.. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მისი ინტერვიუ "მე და ავანი მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები ვართ . ძალიან გთხოვთ არ დაიჯეროთ ეს ჭორები" მაილიმ მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლებოდა.. ეს არის ვიდეო სადაც ავანი მაილზე საუბრობს
თქვენ რას ფიქრობთ? რას ნიშნავს ეს ფოტო თუ ისინი ერთად არ არიან? ოჰ ეს პაპარაცები : )
მაილი საირუსი ვერ ეგუება მშობლების გაყრას. ის ცოტა ხნის წინ ევედრებოდა მამამისს აზრის შეცვლას. ჟურნალი National Enquirer-ის ინფორმაციით მაილის მამამისთან სერიოზული საუბარი ქონდა, ის თხოვდა ბილი რეის ოჯახისთვის ბრძოლას სასოწარკვეთილი მსახიობი ტიროდა კიდეც. მაგრამ ბილიმ ნათლად დაანახა შვილს რომ აზრის შეცვლას არ აპირებს და ამაღლებული ტონითაც კი ცდილობდა დაერწმუნებინა შვილი რომ მისი ქორწინება დიდი ხნის მკვდარი იყო. მაილის უჭირს ამის გადატანა მაგრამ ინტერვიუში მენდი ჯიროუქსი მაილის უახლოესი მეგობარი ამბობს რომ მაილი შეძლებს ამის გადატანას, მენდიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა :"მე შევხვდი მაილის ის ნორმალურადაა. ჩვენ ვისაუბრეთ სხვა თემებზე და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ მაილი ამას გადაიტანს. ის ძალიან ძლიერია, მაილი ყოველთვის იყო ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იმის გამო რომ ის ყველაზე მშრომელი გოგონაა რომელიც მინახავს, მას უყვარს თავისი საქმე და ყველა მომენტს აფასებს ამ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა რომ მას ძალიან უჭირს ის ამას გადაიტანს რადგანაც ძლიერი პიროვნებაა და მხარშI დები და ძმები უდგანან რომლებიც ეხმარებიან." იმით თუ ვიმსჯელებთ რომ მაილი ბოლო დროს ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში მომღიმარი ის მართლაც გმირულად უძლებს ცხოვრების ამ რთულ პერიოდს.
კატეგორია: MiLeY CyRuS | ნანახია: 999 | დაამატა: anuki-demi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საათი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ატვირთე სურათი
justin love me
ნაძვის ხე
Miley 7 Things